TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ელკანი:“ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საუკეთესოების წინააღმდეგ კონკურენცია, ალიბის გარეშე“

იუვენტუსის მფლობელმა ჯონ ელკანმა Tuttosport-თან განმარტა, თუ რას გულისხმობს ის, როდესაც ამბობს, რომ ეს ტურინული გრანდისთვის ნული წელია (anno zero).

„ნული წელი ნიშნავს მომენტს, როდესაც შენ გადატვირთვის ღილაკს იყენებ. შენ წინ სვლას წარსულზე ფიქრის გარეშე განაგრძობ.

„უძლიერეს ათლეტებსა და გუნდებს აქვთ ეს თვისება: არ დარჩნენ ნეგატიურ ციკლში და არ გამოიყენონ პრობლემები თავის გასამართლებელ საბუთად იმის მიუხედავად, რომ ყველა შენს წინააღმდეგ არის.

„უძლიერესებმა უნდა გააგრძელონ მსოფლიოში საუკეთესოების წინააღმდეგ კონკურენცია, ყოვლეგვარი ალიბის გარეშე“