TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი და ინტერი კიეზა-ფრატეზის ბარტერს განიხილავენ

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსსა და ინტერს შორის ხმაურიანი ბარტერი განიხილება.

წყაროს ცნობით, ნერაძურის ფედერიკო კიეზას გაფორმება მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სურს და კიდევ ერთი წელი ლოდინს არ აპირებს, ამიტომ იუვენტუსთან მომდევნო კვირებში მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს.

გამოცემის ინფორმაციით, ერთ-ერთი ვარიანტი კიეზასა და დავიდე ფრატეზის ბარტერია, თუმცა ამ შემთხვევაში ბიანკონერის 10-15 მილიონი ევროს დამატება მოუწევს.