TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მილიკს იუვენტუსში დარჩენის იმედი აქვს

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, არკადიუშ მილიკს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდის დატოვება არ სურს.

წყაროს ცნობით, პოლონელი ფორვარდის თაობაზე ინფორმაცია რამდენიმე გუნდმა გამოითხოვა, თუმცა თავად მილიკს იუვენტუსში დარჩენა უნდა და იმედი აქვს, მომდევნო კვირებში ტიაგო მოტას დარწმუნებას შეძლებს.

ტურინული გრანდის პრიორიტეტი ამ მომენტისთვის ვიცე-ვლაჰოვიჩის გაფორმება არ არის, ამიტომ დიდია ალბათობა, მილიკი იუვენტუსში დარჩეს.