TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვეს გეგმა კოპმეიენრსის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში…

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, იუვენტუსი ტეუნ კოპმეიენრსის ალტერნატივის ძებნას არ აპირებს.

წყაროს ცნობით, ნიდერლანდელი ფეხბურთელი ბიანკონერის პრიორიტეტად რჩება, თუმცა თუ მისი გაფორმება არ გამოვიდა, ტურინული გრანდი ნიდერლანდელის ალტერნატიული ვარიანტის გაფორმებას არ გეგმავს.

ალბანეზეს თქმით, ტიაგო მოტა ახალგაზრდა ტალანტების ფაბიო მირეტისა და ვასილიე აჯიჩის თამაშით კმაყოფილია და კოპმეიენრსის როლს, თუ ნიდერლანდელის გაფორმება ვერ მოხერხდა, სწორედ ისინი შეასრულებენ.