TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსის პირველი ოფიციალური წინადადება ტოდიბო თაობაზე

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსმა ნიცას ჟან-კლერ ტოდიბოს თაობაზე პირველი ოფიციალური წინადადებით მიმართა.

წყაროს ცნობით, ბიანკონერი ფრანგებს ფეხბურთელის 1-წლიანი იჯარით გაფორმებას სთავაზობენ, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც საერთო ჯამში იტალიელებს ბონუსების ჩათვლით 30 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

ფრანგები თავის მხრივ ტოდიბოს იჯარით გაშვების წინააღმდეგები არ არიან, თუ შემდგომში მისი გამოსყიდვა სავალდებულო იქნება და მათ საერთ ჯამში 35 მილიონი ევროს მიღება სურთ.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და არ არის გამორიცხული, იუვენტუსმა ტრანსფერში რომელიმე ფეხბურთელი, მათ შორის არკადიუშ მილიკი ან ტიაგუ ჯალო ჩართოს.