TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსს კალაფიორის ტრანსფერში კონკურენციას ჩელსი გაუწევს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ჩელსი ბოლონიას მცველის რიკარდო კალაფიორის ტრანსფერით ინტერესდება.

წყაროს ცნობით, ლონდონური გუნდის სკაუტები გუშინ ალბანეთთან მატჩს დაესწრნენ და მათი დაკვირვების მთავარი ობიექტი სწორედ იტალიელი უკანახაზელი იყო, რომელმაც შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.

კალაფიორის პრიორიტეტი კვლავ იუვენტუსში გადასვლაა, მას ტურინელებთან 5-წლიანი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული აქვს, მაგრამ პრობლემა ბოლონიას მიერ მოთხოვნილი 40-50 მილიონი ევროა, რასაც იუვენტუსი ვერ გადაიხდის, ჩელსისთვის კი ამ თანხის დაფარვა პრობლემა არ იქნება.