იუვენტუსმა შესაძლოა კოპმეიენრსზე უარი თქვას
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ლუკა მარკეტის ინფორმაციით, იუვენტუსმა შესაძლოა ტეუნ კოპმეინერსის ტრანსფერზე მუშაობა შეწყვიტოს.
წყაროს ცნობით, ნიდერლანდელი ბიანკონერის პრიორიტეტულ სამიზნედ რჩება, თუმცა ლა დეა მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 60 მილიონი ევროს შემცირებაზე უარს ამბობს, კრისტიანო ჯუნტოლი კი ამ თანხის გადახდას არ აპირებს.
მარკეტის თქმით, თუ უახლოეს პერიოდში მხარეებს შორის მოლაპარაკებებში წინსვლა ვერ მოხერხდა, ბიანკონერი ალტერნატიული ვარიანტების ძებნას დაიწყებს.