TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბონჯორნო:“ იუვენტუსს ჩემი გაფორმება სურდა, თუმცა…“

ნაპოლის მცველმა ალესანდრო ბონჯორნომ დაადასტურა, რომ მის გაფორმებას იუვენტუსიც ცდილობდა, თუმცა ტორინოს ყოფილმა კაპიტანმა პარტენოპეის რიგებში გადასვლა არჩია.

„მე ტორინოს რიგებში გავიზარდე, ამ გუნდმა ყველაფერი მომცა და იუვენტუსში გადასვლით როგორც ტორინოს ქომაგებს, ასევე საკუთარ თავს ვუღალატებდი.“

შეგახსენებთ, ნაპოლიმ იტალიელი მცველის სანაცვლოდ ტორინოს 35 მილიონი ევრო გადაუხადა.