დიბუ მარტინესის იუვენტუსში ტრანსფერი საბოლოოდ ჩაიშალა
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დიბუ მარტინესი იუვენტუსში არ გადავა.
წყაროს ცნობით, ასტონ ვილა იუვენტუსის წინადადების – 6-7 მილიონის მიღებას არ აპირებს, შეთავაზების გაუმჯობესება კი ტურინული გრანდის გეგმებში არ შედის და თუ რაიმე არ შეიცვალა, მოლაპარაკებების განახლება არ იგეგმება.
ამ მომენტისთვის იუვენტუსი გილერმო ვიკარიოსა და ზიონ სუზუკის კანდიდატურებს განიხილავს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
