დი გრეგორიოს მიმართ ინტერესს 2 ინგლისური გუნდი იჩენს
იუვენტუსი სატრანსფერო ფანჯარაზე მუშაობას აგრძელებს და ჯოვანი კარნევალის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მიკელე დი გრეგორიოს გაყიდვაა, რომელიც სპალეტის გეგმებში არ შედის.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იტალიელი კარის დარაჯის მიმართ ინტერესს 2 ინგლისური გუნდი იჩენს.
იუვენტუსი მზად არის, დი გრეგორიო დაახლოებით 14-15 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდოს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
