იუვე კოლო მუანის ტრანსფერის დახურვასთან ახლოს არის
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუვენტუსსა და პსჟ-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი მზად არის, კოლოს სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადოს, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება და როგორც ჩანს, პსჟ ამ წინადადების მიღებას გეგმავს.
იუვენტუსი იმედოვნებს, კოლო მუანი გუნდს საზაფხულო ტურნეს დაწყებამდე შეუერთდება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
