ილდისის სარეაბილიტაციო პროცესი პოზიტიურად ვითარდება
კენან ილდისი მუხლის პრობლემის გამო კონტინასას ბაზაზე ინდივიდუალურად ვარჯიშს აგრძელებს და იტალიური მედიის ცნობით, ტურინული გრანდის სამედიცინო შტაბი პოზიტიურად არის განწყობილი.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, თურქს მუხლის დისკომფორტი ფაქტობრივად აღარ აწუხებს და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ის სრული დატვირთვით ვარჯიშს დაახლოებით 10 დღეში განაახლებს.
მოსალოდნელია, რომ კენანი ჩელსისთან, ინტერთან და პალერმოსთან ამხანაგურ მატჩებში ლუჩიანო სპალეტის განკარგულებაში იქნება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
