პაოლო მალდინი იტალიის ნაკრების ტექნიკური დირექტორია
ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, პაოლო მალდინიმ იტალიის ნაკრებში მუშაობაზე თანხმობა განაცხადა.
FIGC ლეგენდარული იტალიელის დარწმუნებას რამდენიმე კვირა აქტიურად ცდილობდა და მიღებული გარანტიების შემდეგ, რომ იტალიის ფეხბურთში ძირეული ცვლილებები განხორციელდება, პაოლომ წინადადება მიიღო.
მოსალოდნელია, რომ აძური მთავარი მწვრთნელის ვინაობას უახლოეს დღეებში ოფიციალურად დაადასტურებს. იტალიის ნაკრებს დიდი ალბათობით რობერტო მანჩინი ჩაიბარებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
