ვლაჰოვიჩი კარნევალისთან შეხვედრის მოლოდინშია
დუშან ვლაჰოვიჩს იუვენტუსში დარჩენა უნდა და ჯოვანი კარნევალისთან უახლოეს პერიოდში შეხვედრას გამართავს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, სერბ ფეხბურთელს კონტინასას ბაზაზე გასახდელი არ დაუცლია და იმედი აქვს, რომ იუვენტუსთან საერთო ენას გამონახავს.
წყაროს ცნობით, დუშანი მზად არის, მოთხოვნილი ხელფასი შეამციროს და გუნდის წინადადებას დათანხმდეს. ყველაფერი ჯოვანი კარნევალის გადასაწყვეტი იქნება, ლუჩიანო სპალეტი კი სერბს გუნდში სიამოვნებით დააბრუნებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
