იუვენტუსი ბაიერნის ნახევარმცველით ინტერესდება
ტურინული გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ბაიერნის ნახევარმცველის ჟოაუ პალინიას ტრანსფერით ინტერესდება.
31 წლის პორტუგალიელმა გასული სეზონი იჯარის წესით ტოტენჰემში გაატარა, ის გერმანული გრანდის გეგმებში არ შედის და ბაიერნი მის საბოლოოდ გაყიდვას გეგმავს.
წყაროს ცნობით, ბაიერნი ფეხბურთელის სანაცვლოდ 20-25 მილიონ ევროს ითხოვს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
