TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე და ატალანტა კოპმეიენრსის დახურვას ცდილობენ

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსსა და ატალანტას შორის უწყვეტი მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მხარეები ტეუნ კოპმეიენრსის ტრანსფერის დახურვას ცდილობენ.

წყაროს ცნობით, ლა დეა შეეგუა ფაქტს, რომ ნიდერლანდელი გუნდს დატოვებს და მისი მაქსიმალურად მოკლე დროში გაყიდვა, შემდეგ კი კოპმეინერსის შემცვლელის გაფორმება სურთ.

გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსის ბოლო წინადადება 48 მილიონი ევრო და ბონუსები გახლავთ, ლა დეას კი საერთო ჯამში 55 მილიონი ევროს მიღება სურს.