პელეგრინოს აგენტი იუვენტუსს უახლოეს დღეებში შეხვდება
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პარმას ფორვარდის მატეო პელეგრინოს აგენტი იტალიაში უახლეოს დღეებში ჩაფრინდება და როგორც პარმას, ასევე იუვენტუსის წარმომაგენლებს შეხვდება.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კიდევ 2 ფორვარდის გაფორმებას გეგმავს და მათი ერთ-ერთი სამიზნე სწორედ პელეგირნოა.
პარმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა არ არის გამორიცხული, იუვენტუსმა ეს თანხა ტრანსფერში რომელიმე ახალგაზრდა ფეხბურთელის, მათ შორის მირეტის ან აჯიჩის ჩართვით სცადოს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
