TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვლაჰოვიჩმა და იუვენტუსმა მოლაპარაკებები განაახლეს

იტალიური მედიის ინფორმაციით, დუშან ვლაჰოვიჩმა და იუვენტუსმა ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები განაახლეს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, სერბმა ფორვარდმა კარიერის თურქეთში გაგრძელებაზე უარი თქვა, ევროპული გრანდებისგან კი სასურველი კონტრაქტი ვერ მიიღო, ამიტომ იუვენტუსში დარჩენა გადაწყვიტა.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა, თუმცა იუვენტუსის პოზიცია უცვლელია, ტურინში დასარჩენად სერბს ხელფასის საგრძნობლად შემცირება მოუწევს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).

0 0 votes
Article Rating
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Oldest
Newest Most Voted
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x