იუვე არტურთან კონტრაქტის გაწყვეტას განიხილავს
იუვენტუსი არტურის აგენტს მიმდინარე კვირის ბოლომდე შეხვდება და მხარეები ბრაზილიელის მომავალს განიხილავენ.
არტური იუვენტუსის გეგმებში არ შედის და დიდია ალბათობა, ტურინულმა გრანდმა მასთან კონტრაქტის გაწყვეტა მოისურვოს.
იუვე მზად არის, არტურს სრულიად უფასოდ დაემშვიდობოს, თუ ბრაზილიელი გუნდისგან ფინანსურ კომპენსაციას არ მოითხოვს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
