მასარას პირველი სამიზნე იუვენტუსში ტეო ერნანდესი იქნება
რიკი მასარამ იუვენტუსთან კონტრაქტი რამდენიმე საათის წინ გააფორმა და იტალიელმა სპეციალისტმა ჯოვანი კარნევალისთან ერთად მუშაობა უკვე დაიწყო.
SportMediaset-ის ინფორმაციით, მასარას ერთ-ერთი პირველი სამიზნე ტეო ერნანდესი იქნება, რომელსაც მილანში ყოფნის პერიოდიდან კარგად იცნობს.
ტეოს ალ-ჰილალის დატოვება და იტალიაში დაბრუნება სურს. ის ანდრეა კამბიაზოს ერთ-ერთ პოტენციურ შემცვლელად მოიაზრება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
