ტოტენჰემი კოლო მუანის ტრანსფერზე მუშაობს
იტალიური მედიის ინფორმაციით, ტოტენჰემი რანდალ კოლო მუანის დაბრუნებას ცდილობს.
SportMediaset-ის ინფორმაციით, ფრანგი ფორვარდის დაბრუნებას პირადად რობერტო დე ძერბი ითხოვს და ინგლისელებს მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 40 მილიონის გადახდა არ გაუჭირდებათ.
კოლოს პრიორიტეტი კვლავ იუვენტუსში დაბრუნებაა, თუმცა ტურინული გრანდი ფრანგში 40 მილიონის გადახდას არ აპირებს და არ არის გამორიცხული, კოლომ ტოტენჰემის წინადადება მიიღოს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
