პარმა პელეგრინოს სანაცვლოდ 30 მილიონს ითხოვს
ჯოვანი კარნევალი პარმასთან მატეო პელეგრინოს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს შეუდგა.
Tuttosport-ის ინფორმაციით, 24 წლის ფორვარდი კოლო მუანის ალტერნატივა არ არის და ტურინულ გრანდს როგორც ფრანგის, ასევე არგენტინელის გაფორმება სურს.
წყაროს ცნობით, პარმა პელეგრინოს სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა არ არის გამორიცხული, იუვენტუსმა მის ტრანსფერში ვასილიე აჯიჩი ან ფაბიო მირეტი გამოიყენოს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
