იუვენტუსს და პსჟ-ს შეთანხმებამდე 5 მილიონი აშორებთ
იტალიელი ჟურნალისტის დარიო პელეგრინის ინფორმაციით, იუვენტუსსა და პსჟ-ს შორის ხვალ მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი გაიმართება.
წყაროს ცნობით, მხარეებს რანდალ კოლო მუანის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებამდე 5 მილიონი აშორებთ.
იუვენტუსს ფეხბურთელის გაფორმება საერთო ჯამში 35 მილიონად სურს, ხოლო პსჟ 40 მილიონს ითხოვს.
მოსალოდნელია, რომ ტრანსფერი 36-37 მილიონი ევროს ფარგლებში დაიხურება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
