იუვე ეკატორის ტრანსფერის დახურვასთან ახლოს არის
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსსა და ჯენოას შორის ჯეფ ეკატორის ტრანსფერზე მოლაპარაკებები გრძელდება.
ტურინულ გრანდს ახალგაზრდა ფორვარდის 1-წლიანი იჯარით გაფორმება სურს, მისი შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით, რაც საერთო ჯამში გუნდს 18 მილიონი ევრო დაუჯდება.
იუვენტუსმა იტალიელ ფორვარდთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა, რომლის მიხედვითა ის გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და გასამრჯელოს სახით 1.3 მილიონ ევროს მიიღებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
