TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სულეს რომაში ტრანსფერის დეტალები ცნობილია

იუვენტუსი და რომა მატიას სულეს ტრანსფერის ყველა დეტალზე შეთანხმდნენ.

არგენტინელი ფეხბურთელი ჯალოროსის რიგებს 26 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება, რასც მომავალში ბონუსების სახით კიდევ 4 მილიონი დაემატება.

სულეს მომავალში გაყიდვის შემთხვევაში იუვენტუსი სრული თანხის 10 პროცენტს მიიღებს.

მატიასი რომასთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი გასამრჯელო 2 მილიონი ევრო იქნება.