TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვილა მზად არის, მარტინესი 10 მილიონად გაუშვას

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ასტონ ვილამ დიბუ მარტინესის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხა 10 მილიონამდე და ბონუსებამდე შეამცირა.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი არგენტინელის სანაცვლოდ არც ამ თანხის გადახას აპირებს, ტურინულ გრანდს 33 წლის კიპერში 5-6 მილიონ ევროზე მეტის დახარჯვა არ სურს.

დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსსა და მარტინესის აგენტს შორის კონტაქტი ნარჩუნდება და ის ტურინული გრანდის პრიორიტეტად რჩება.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).