TuttoJuve

Juve per sempre sarà

ოპენდას ტრანსფერს მისი მაღალი ხელფასი აფერხებს

ლოი ოპენდას მსურველები მრავლად ჰყავს, თუმცა პრობლემა როგორც ბელგიელი ფეხბურთელის ფასი, ასევე მისი მაღალი ხელფასია.

ოპენდას მიმართ ინტერესს ინგლისური, გერმანული და ფრანგული გუნდები იჩენენ და იუვენტუსი მისი იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

Tuttomercato-ს ცნობით, მთავარი პრობლემა ბელგიელის მაღალი ხელფასი – 4 მილიონი ევრო და ბონუსებია. ოპენდას იჯარით გაშვების შემთხვევაში იუვენტუსს სავარაუდოდ მისი ხელფასის გარკვეული წილის დაფარვა მოუწევს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).