TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ძანიოლოს გაფორმებას სერიოზულად განიხილავს

იუვენტუსი უდინეზედან ნიკოლო ძანიოლოს ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდება.

იტალიელ ფეხბურთელს როგორც ცრუ ცხრიანის, ასევე შემტევი ნახევარმცველის და მარჯვენა ვინგერის პოზიციაზე შეუძლია თამაში, Tuttomercato-ს ცნობით, ლუჩიანო სპალეტიმ მის ტრანსფერს მწვანე შუქი უკვე აუნთო.

ძანიოლო იუვენტუსის ქომაგია, მან ტურინული გრანდის რიგებში თამაშის სურვილი არაერთხელ გამოთქვა და იტალიელთან პირადი კონტრაქტის შეთანხმება პრობლემა არ იქნება.

უდინეზე ნიკოლოს სანაცვლოდ 15 მილიონს ითხოვს, თუმცა იუვენტუსი ამ თანხის შემცირებას ტრანსფერში ვასილიე აჯიჩის ჩართვით ეცდება.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).