დე ხეა იუვენტუსის პოტენციურ სამიზნედ რჩება
იუვენტუსი ახალი კარის დარაჯის ძიებას აქტიურად აგრძელებს და ამ მომენტისთვის ტურინული გრანდის პრიორიტეტად დიბუ მარტინესი რჩება.
Tuttomercato-ს ცნობით, იუვენტუსსა და ასტონ ვილას შორის ეკონომიკური ასპექტების თაობაზე შეთანხმება კვლავაც ვერ ხერხდება, რის გამოც ტურინულმა გრანდმა ალტერანტიული ვარიანტების ძებნა დაიწყო.
წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი დავიდ დე ხეაა. ვეტერანი ესპანელი ამ მომენტისთვის იუვენტუსის პრიორიტეტი არ არის, თუმცა თუ გუნდმა მარტინესის გაფორმება ვერ შეძლო, ის შესაძლოა იაფიანი გამოსავალი გახდეს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
