TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე და კომო ტეო ერნანდესის გაფორმებას განიხილავენ

მილანის ყოფილი ფეხბურთელი ტეო ერნანდესი შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს.

28 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ალ-ჰილალის რიგებში 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. მას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არაბული გუნდის დატოვება და ევროპაში, სერია ა-ში დაბრუნება სურს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მის მიმართ ინტერესს იუვენტუსი და კომო იჩენენ. ანდრეა კამბიაზოს გაყიდვის შემთხვევაში, ფრანგი ფეხბურთელი ტურინული გრანდის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. მისი გაფორმება დაახლოებით 20-25 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).