TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ კიეზა ჯერჯერობით იუვენტუსის ნაწილია, კოპმეიენრსი და ტოდიბო ?…“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ ნიურმბერგთან ამხანაგური მატჩის წინ, რომელიც ხვალ თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება, პრეს-კონფერენცია გამართა.

მატჩის ტრანსლაციის ლინკები დაიდება ჩვენს Telegram-ზე (იხილეთ აქ).

„გერმანიაში ვარჯიშის პოზიტიური მხარეები ? ყველაფერი. აქ შესანიშნავი ინფრასტრუქტურა დაგვხვდა, ფეხბურთელები ძალიან მოტივირებულები არიან და მიმდინარე პროცესებით კმაყოფილი ვარ.

„ვესაუბრე თუ არა ჯუნტოლისა და სკანავინოს სატრანსფერო ფანჯრის თაობაზე ? ჩვენ ყოველდღე ვსაუბრობთ და ვცდილობთ, გუნდი მაქსიმალურად გავაძლიეროთ.

„არის თუ არა გუნდი ერთიანი ? დიახ, ჩვენ ძალიან ერთიანი, მონდომებული და ამბიციური გუნდი გვყავს, რასაც თითოეულ ვარჯიშზე მათი დაუღალავი შრომა ადასტურებს.

„შეუძლია თუ არა ვლაჰოვიჩს ამ იუვენტუსში 30 გოლის გატანა ? დუშანმა და იუვენტუსის თითოეულმა ფეხბურთელმა კარგად იცის, რომ იუვენტუსში თამაშს გარკვეული პასუხისმგებლობა ახლავს თან, მაგრამ ფეხბურთელის კარგი თამაში მხოლოდ გოლებით არ აისახება. ფეხბურთი გუნდური სპორტია და მთავარი სწორედ გუნდზე თამაშია. როგორც უკვე ვთქვი, ნებისმიერ ტალანტს მის გარშემო შესაბამისი გუნდი სჭირდება.

„ილდისი და ბრაზილიელები ? მე მათ ვუთხარი, რომ ფორმაში დარჩნენ, რადგან მათ დაბრუნებისთანავე 100 პროცენტით დახარჯვა მოუწევთ.

„კიეზა ? ის ახლა იუვენტუსის ფეხბურთელია, შემდეგ კი ვნახოთ.

„სულეს გუნდიდან წასვლა ? მე ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მე მისი ვარჯიშით კმაყოფილი ვარ.

„ტურამი ? ის ძალიან კარგ ფორმაშია. კეფრენი ოლიმპიადისთვის ემზადებოდა და ნაკრებთან ერთად ვარჯიშობდა, ამიტომ ის შესანიშნავ ფორმაშია.

„რას ველოდები ხვალინდელ მატჩში ? ყველაფერს, რაზეც ამ დღეებში ვარჯიშებზე ვმუშაობდით. დარწმუნებული ვარ, რომ მატჩის სტატუსის მიუხედავად, გუნდი მოედანზე ძალიან მოტოვირებული გავა.

„კოპმეიენრსი და ტოდიბო ? მე არ ვსაუბრობ ფეხბურთელებზე, რომლებიც ამ მომენტში იუვენტუსის რიგებში არ ირიცხებიან. მე ვსაუბრობ ჩემს ფეხბურთელებზე, ვმუშაობ მათთან ერთად და ბედნიერი ვარ.“