კონსეისაუს იუვენტუსში დარჩენა გარანტირებული არ არის
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შიკო კონსეისაუს გაყიდვას არ გამორიცხავს.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი პორტუგალიელი ფეხბურთელის შედეგიანობით უკმაყოფილოა, ამიტომ შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში მისი გაყიდვა გამორიცხული არ არის.
კონსეისაუს მიმართ ინტერესს რამდენიმე ევროპული გრანდი, მათ შორის ლივერპული იჩენს, რომელიც მოჰამედ სალაჰის შემცვლელის ძიებაშია.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
