იუვენტუსი მერეტის კანდიდატურას განიხილავს
იუვენტუსი ახალი კარის დარაჯის ძიებას აგრძელებს და ტურინული გრანდის ერთ-ერთი სამიზნე ნაპოლის კიპერი ალექს მერეტია.
Sky Sport-ის ინფორმაციით, ნაპოლი გასულ დღეებში გილერმო ვიკარიოს აგენტს შეხვდა და მისი ტრანსფერის დახურვას ცდილობს, რაც თავის მხრივ მერეტის წასვლას გზას გაუხსნის.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი ასტონ ვილასთან დიბუ მარტინესის თაობაზე საერთო ენის გამონახვას ცდილობს, მაგრამ ამ მომენტისთვის ტრანსფერი ფინანსური ასპექტების გამო დაბლოკილია, მერეტი კი არგენტინელის ერთ-ერთი ალტერნატივაა.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
