მუჰარემოვიჩს მსურველი თურქეთშიც გამოუჩნდა
ტარიკ მუჰარემოვიჩის მსურველთა სია დღითი დღე იზრდება, ბოსნიელის გაფორმების სურვილი ამჯერად თურქულმა ფენერბაჰჩემ გამოთქვა.
სასუოლოს რიგებში ჩატარებული შესანიშნავი სეზონის ფონზე, რასაც მუნდიალზე მისი კარგი თამაში ემატება, მუჰარემოვიჩის მსურველთა სია და მისი ფასი სულ უფრო იზრდება.
Calciomercato-ს ინფორმაციით, სასუოლო ბოსნიელის გაყიდვას 35 მილიონ ევროდ გეგმავს. იუვენტუსს მისი გაფორმება განახევრებულ ფასად შეეძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბოსნიელის გაყიდვიდან თანხის 50 პროცენტს ტურინული გრანდი მიიღებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
