კოპმეინერსმა ახალი გუნდის ძებნა დაიწყო
იუვენტუსმა ტეუნ კოპმეინერსს აცნობა, რომ მომდევნო სეზონში ლუჩიანო სპალეტის გეგმებში აღარ შედის და მას ახალი გუნდის პოვნა მოუწევს.
ტეუნმა ტურინული გრანდის რიგებში ზედიზედ 2 სეზონი ჩააგდო და Tuttomercato-ს ცნობით, ის იუვენტუსის პროექტის ნაწილად აღარ მოიაზრება.
იუვენტუსს ნიდერლანდელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევროს გამომუშავება სურს, რაც გუნდს კაპიტალის დაკარგვას თავიდან აარიდებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
