ნიუკასლი კელის ტრანსფერით ინტერესდება
Tuttomercato-ს ინფორმაციით, ნიუკასლი იუვენტუსის მცველის ლოიდ კელის ტრანსფერით ინტერესდება.
ინგლისური გუნდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და გამოცემის ინფორმაციით, მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ 27 წლის ფეხბურთელია, რომელიც იუვენტუსს სწორედ ნიუკასლიდან, 17.2 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
სპალეტის კელის შენარჩუნება უნდა, თუმცა თუ რომელიმე მხარე მის სანაცვლოდ 30-35 მილიონს გადაიხდის, იუვენტუსი ინგლისელის გაყიდვას დათანხმდება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
