TuttoJuve

Juve per sempre sarà

კარნევალის უპირველესი ამოცანა მარტინესის ტრანსფერის დახურვა იქნება

ჯოვანი კარნევალი იუვენტუსს ოფიციალურად შეუერთდა, ორშაბათიდან ის მუშაობას აქტიურად შეუდგება და მისი მთავარი ამოცანა მწვრთნელთან ერთად ტრანსფერების მაქსიმალურად მოკლე დროში დახურვა იქნება, რომ გუნდი პრე-სეზონის პრერიოდს მომზადებული შეხვდეს.

ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, იტალიელი სპეციალისტის უპირველესი ამოცანა ასტონ ვილას კარის დარაჯის დიბუ მარტინესის ტრანსფერის დახურვა იქნება.

იუვენტუსს არგენტინელ კიპერთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს, თუმცა პრობლემა ინგლისელების მიერ მოთხოვნილი 15 მილიონია, რისი გადახდაც იუვენტუსს არ სურს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).