TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსს სორლოთის ტრანსფერის დახურვა მუნდიალის დაწყებამდე უნდა

იუვენტუსი სორლოთის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და 30 წლის ფორვარდის გაფორმება უახლოეს პერიოდში სურს.

ნორვეგიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე სტარტს 17 ივნისს აიღებს და ნიკოლო სკირას ცნობით, ტურინელებს სორლოთის გაფორმება მუნდიალზე ნორვეგიის პირველ მატჩამდე სურთ.

წყაროს ცნობით, იუვენტუსსა და ატლეტიკოს შორის ფეხბურთელის ფასზე მოლაპარაკებები გრძელდება. მოსალოდნელია, რომ იუვენტუსი სორლოთის სანაცვლოდ დაახლოებით 26-27 მილიონ ევროს გადაიხდის.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).