კოლო მუანის მსურველები ინგლისში და თურქეთში ჰყავს
იტალიური მედიის ინფორმაციით, რანდალ კოლო მუანის მიმართ ინტერესს ინგლისური და თურქული გუნდები იჩენენ.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელი ამ მომენტისთვის სხვა გუნდებთან მოლაპარაკებების დაწყებაზე უარს ამბობს და მას იუვენტუსში დაბრუნება სურს.
წყაროს ცნობით, იუვენტუსის პრიორიტეტი ამ მომენტისთვის ალექსანდერ სორლოთის გაფორმებაა, რის შემდეგაც პსჟ-სთან მოლაპარაკებებს უფრო აქტიურად განაახლებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
