ტაკინარდი:“ ვლაჰოვიჩის ფინანსური მოთხოვნები არარეალურია“
ალესიო ტაკინარდი დუშან ვლაჰოვიჩის სიტუაციას გამოეხმაურა.
„ვლაჰოვიჩის იუვენტუსიდან წასვლა ? ვფიქრობ, მისი ფინანსური მოთხოვნები არარეალურია. დუშანს ტექნიკურ ასპექტებში პრობლემები აქვს და ხშირად ხელსაყრელი მომენტების გამოყენებას ვერ ახერხებს. თუ გუნდს მის შესანარჩუნებლად ფინანსური სუიციდი სჭირდება, ეს გამართლებული არ არის.
„ისიც უნდა ითქვას, რომ იუვენტუსს მისი შემცვლელი სჭირდება. ჩვენ ვნახეთ, რომ დევიდი არ არის ფეხბურთელი, რომლის იმედიც შეიძლება გუნდს ჰქონდეს, ამიტომ იუვენტუსს ახალი ცხრიანი სჭირდება. ჩემი ნება რომ იყოს, ოსიმენის გასაფორმებლად ყველაფერს გავაკეთებდი.“
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
