გუარდალა:“ ვლაჰოვიჩს იუვენტუსი უყვარს და გუნდში დარჩენა სურს“
Sky Sport-ის ჟურნალისტმა ჯოვანი გუარდალამ დუშან ვლაჰოვიჩის სიტუაციაზე ისაუბრა.
„ვლაჰოვიჩის პრიორიტეტი იუვენტუსში დარჩენაა, მას გუნდი ძალიან უყვარს, ლუჩიანო სპალეტისგან ნდობას გრძნობს და არსებული ინტერესის მიუხედავად, ტურინელებთან საერთო ენის გამონახვა სურს.
„პრობლემა კვლავ ეკონომიკური ასპექტებია, მხარეები მომდევნო დღეებში კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ და საბოლოოდ გადაწყდება, დარჩება თუ არა ვლაჰოვიჩი იუვენტუსში.“
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
