იუვენტუსი ოპენდას იჯარით გაშვებას გეგმავს
ლოი ოპენდა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსის რიგებს დატოვებს.
ბელგიელი შემტევი ტურინული გრანდის გეგმებში აღარ შედის და Calciomercato-ს ცნობით, იუვენტუსი მისი იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ იქნება.
ოპენდას მიმართ ინტერესს რამდენიმე ინგლისური გუნდი იჩენს. იუვენტუსი იმედოვნებს, რომ ფეხბურთელის 1-წლიანი არენდის სანაცვლოდ 5-6 მილიონს მიიღებს, მისი შემდგომში 30-35 მილიონად გამოსყიდვის ვალდებულებით.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
