TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსმა რობერტსონის აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყო

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუვენტუსმა ლივერპულის ფეხბურთელის ენდი რობერტსონის აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყო.

32 წლის ფეხბურთელი რამდენიმე კვირაში თავისუფალი აგენტი გახდება და მისი უფასოდ გაფორმება იქნება შესაძლებელი.

შოტლანდიელი მარცხენა მცველის ტრანსფერში ფავორიტად ტოტენჰემი მოიაზრება, რადგან ლონდონელები უკვე დიდი ხანია ფეხბურთელის გაფორმებას ცდილობენ, მაგრამ იუვენტუსი სიტუაციის შეცვლას ცდილობს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).