იუვენტუსმა მამარდაშვილის თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა
იტალიურ მედიაში გიორგი მამარდაშვილის მიმართ იუვენტუსის ინტერესის თაობაზე საუბრები არ წყდება.
იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუიჯი ლონგარის ინფორმაციით, ტურინულმა გრანდმა ქართველი კარის დარაჯის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვა.
წყაროს ცნობით, ალისონი იუვენტუსის პრიორიტეტად რჩება, თუმცა თუ ბრაზილიელის გაფორმება არ გამოვიდა, მამარდა იუვენტუსის ერთ-ერთი სამიზნე იქნება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
