კაიოდე იუვენტუსის ერთ-ერთ სამიზნედ რჩება
Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი ბრენტფორდის მცველის მაიკლ კაიოდეს მიმართ ინტერესს არ კარგავს.
ტურინული გრანდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მარჯვენა მცველის გაფორმებას ეცდება და კაიოდე იუვენტუსის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
წყაროს ცნობით, პრობლემა მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 35-40 მილიონია. ბრენტფორდი ამ მომენტისთვის დათმობაზე წასვლას არ აპირებს, რას იტალიელის იუვენტუსში ტრანსფერს ართულებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
