სპალეტის ბრემერის შენარჩუნება სურს
ლუჩიანო სპალეტის იმედი აქვს, რომ გლეისონ ბრემერი იუვენტუსის რიგებში დარჩება.
ბრაზილიელი ფეხბურთელი გასულ კვირებში არაერთ ინგლისურ გუნდს, მათ შორის მანჩესტერ იუნაიტედსა და ლივერპულს დაუკავშირეს, თუმცა Tuttomercato-ს ინფორმაციით, იტალიელ სპეციალისტს ბრემერის შენარჩუნება უნდა.
ბრემერის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 54 მილიონია მითითებული და თუ რომელიმე დაინტერესებულმა გუნდმა ამ პუნქტის გააქტიურება გადაწყვიტა, ყველაფერი ბრემერის პოზიციაზე იქნება დამოკიდებული.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
