ვლაჰოვიჩი არჩევანს ბაიერნსა და იუვენტუსს შორის გააკეთებს
იტალიური მედიის ცნობით, დუშან ვლაჰოვიჩი ამ მომენტისთვის არჩევანს იუვენტუსსა და ბაიერნს შორის აკეთებს.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, ბაიერნი მზად არის, დუშანს 3-წლიანი კონტრაქტი და მოთხოვნილი ხელფასი – 8 მილიონი ევრო გადაუხადოს, თუმცა სერბს ჰარი კეინის ფაქტორის გათვალისწინებით დიდი ალბათობით დიდწილად სკამზე დარჩენა მოუწევს.
იუვენტუსი თავის მხრივ დუშანს სეზონში 7 მილიონ ევროს და პროექტში ერთ-ერთ მთავარ როლს სთავაზობს. ვლაჰოვიჩი იუვენტუსში დარჩენის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ გასამრჯელოს სახით სეზონში 8 მილიონს ითხოვს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
