TuttoJuve

Juve per sempre sarà

რუგანის აგენტი:“ დანიელეს ფიორენტინაში დარჩენა უნდა“

დანიელე რუგანის აგენტმა დავიდე ტორჩიამ კლიენტის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„რუგანის მომავალი ? ჩვენ იუვენტუსიდან არავის გამოვუგდივართ, დანიელემ ფიორენტინაში გადმოსვლა გადაწყვიტა, რადგან ფლორენციელებს სერია ა-ში დასარჩენად დახმარება სჭირდებოდათ.

„რუგანის ფიორენტინაში დარჩენა სურს, თუმცა ეს გუნდის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.“

ფიორენტინას დანიელეს გამოსყიდვა 2.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია, თუმცა იტალიელი სავარაუდოდ იუვენტუსში დაბრუნდება.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).