ვლაჰოვიჩის მოთხოვნა იუვენტუსს…
მირკო ნიკოლინოს ინფორმაციით, დუშან ვლაჰოვიჩი იუვენტუსში დარჩენის წინააღმდეგი არ არის.
წყაროს ცნობით, სერბი ფორვარდი მზად არის, ტურინულ გრანდთან ახალი ხელშეკრულება გააფორმოს, მაგრამ სანაცვლოდ სეზონში 8 მილიონ ევროს ითხოვს, სხვა შემთხვევაში გუნდს დატოვებს.
ახლა ყველაფერი იუვენტუსის პოზიციაზეა დამოკიდებული. ლუჩიანო სპალეტი მის შენარჩუნებას ითხოვს, თუმცა უცნობია, დათანხმდება თუ არა ტურინული გრანდი 8 მილიონის გადახდას.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
