სპალეტის და კიელინის გუნდში ტონიოცის დაბრუნება სურთ
ლუჩიანო სპალეტი და ჯორჯო კიელინი იუვენტუსის რიგებში მატეო ტონიოცის დაბრუნებას ითხოვენ.
SportMediaset-ის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, დამიენ კომოლი იუვენტუსში დარჩეს, თუმცა მან გუნდის ტექნიკურ ასპექტებზე იმუშაოს, ხოლო სპორტული საკითხები ჯორჯო კიელინის, ლუჩიანო სპალეტისა და გუნდში დაბრუნების შემთხვევაში მატეო ტონიოცის დაუთმოს.
ტონიოცი ამ მომენტისთვის რიო ავეს სპორტული დირექტორია, მაგრამ მას იუვენტუსში დაბრუნება სურს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
